გვახსოვს, ჯო უილსონის და თქვენი აღფრთოვანებული პოსტები და ტაში, როცა ამერიკულმა ავიაციამ ირანის დაბომბვა დაიწყო. ამტკიცებდით, რომ ირანში დემოკრატიის სიომ დაუბერა, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
ანანიძის თქმით, ოპოზიცია სოციალურ ქსელებში ამერიკის არჩევნების შედეგებს ზეიმობს და „ღრმა ანალიტიკით“ ხსნის, რომ შედეგებზე ირანში შეჭრამ იმოქმედა, მაშინ როდესაც მანამდე ამერიკული ავიაციის მიერ ირანის დაბომბვას აღფრთოვანებული პოსტებითა და ტაშით ხვდებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ირანში დემოკრატიის სიომ დაუბერა.
„ოპოზიცია სოციალურ ქსელებში ამერიკის არჩევნების შედეგებს ზეიმობს და თან „ღრმა ანალიტიკით“ გვიხსნის -ირანში შეჭრამ იმოქმედა შედეგებზეო.
გვახსოვს, ჯო უილსონის და თქვენი აღფრთოვანებული პოსტები და ტაში, როცა ამერიკულმა ავიაციამ ირანის დაბომბვა დაიწყო. ამტკიცებდით, რომ ირანში დემოკრატიის სიომ დაუბერა…“- წერს ცოტნე ანანიძე.









