ლევან ჭოტორლიშვილი: ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, „ევრონიუსის“ მიერ ბრიუსელში ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ის აცხადებს, ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი უკუსვლა არ ექნებოდა, რასაც ეკონომიკური მონაცემები მოწმობს.

,,ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნახეთ ოცი წლის წინანდელი ეკონომიკური მონაცემები აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი. ოცი წლის წინ, ევროკავშირი ამ სამეულში უპირობო ლიდერი იყო, დღეს აუტსაიდერია და ჩამორჩენა იზრდება. სავარაუდოდ მომავალში ინდოეთიც გადაუსწრებს. დანარჩენი არის უსაგნო ლაყბობა,” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში –  საბჭოთა იმპერიის...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში, კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, მსგავსი ფაქტი გასაკვირი არ...