შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. აღინიშნა უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები.

შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა გამოხატეს ამ დერეფნის შემდგომ განვითარებაზე მუშაობის მზაობა.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ყირგიზეთის რესპუბლიკის ურქუნის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რომელიც 1916 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირგიზი ხალხის მასობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებას ეძღვნება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი – საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი – სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია – პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია კოტე კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებში პროკურატურის ჩარევაზე გაამახვილა...