პრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია.

„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და გამოძიება...