ლევან მახაშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: დღეს საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორც არასდროს. გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად დანაშაულია. საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებს ეხმაურება.

ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

მან გაიხსენა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გმირად ქცევის კამპანია და რადიკალიზმის წახალისების მცდელობები.

„დღეს უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორც არასდროს. დღეს გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად არის დანაშაული, თან ძალიან მძიმე დანაშაული. თუმცა ჩვენ ვისმენდით იმ შეფასებებს, არამხოლოდ ვისმენდით, საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელი. კარგია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველო იყო მართალი. საქართველოზე შანტაჟი, გაუგებარი შეფასებები – ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა საქართველოზე, ორკესტრირებული ევრობიუროკრატების მხრიდან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საფრანგეთში, აქციაზე სამართალდამცველების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. საქმე ეხება 15 ფაქტს და თითოეულზე მიმდინარეობს გამოძიება საჯარო პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით. პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა. საფრანგეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის მიმართ უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და გამოძიება...