ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა.
აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამაში სკანდალის ძიება ბუჩუკურის უცოდინრობაზე მიუთითებს.
მისივე თქმით, ბუჩუკურს ავიწყდება, რომ გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ბერლინის სასტუმროს ნომრიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით აძლევდა ჩვენებას.
„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?
სასტუმროში ბრიფინგის გამართვა საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ „ჭკუის კოლოფს“, ანა ბუჩუკურს, უცხოელი პოლიტიკოსების მიერ სასტუმროებში გამართული ბრიფინგებიც არასდროს უნახავს?! რატომ ბაძავს „ტოპ-ტვინ“ გრიგოლ გეგელიას, რომელიც აჭარასა და იმერეთში ლუდს რატომღაც ვერ აგნებს?
მაგრამ აი, რა გამორჩა „გახაროიდ“ ბუჩუკურს: თუ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა „პიარულად” წამგებიანია, მაშინ რა ჰქვია მოღალატე გიორგი გახარიას საქციელს, რომელიც ბერლინის სასტუმროს ნომრიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით, ჩვენებას აძლევდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას?
ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ წარმოდგენა რომ ჰქონდეს, დეპუტატ გორდულაძის ქმედებაში სკანდალს ვერ დაინახავდა. ჯერ საკუთარ უცოდინრობას სხვის პოლიტიკურ სატირად ასაღებს, ბოლოს კი თავად ხდება იმ კლოუნადის მთავარი მონაწილე, რომელშიც გახარია და მისი რაზმი დრეიფობენ.“ – წერს აბაშიძე.








