დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო.

თეთრ სახლში მედიის კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნააღნიშნა, რომ ეს არის არის ,,ტიპური ომი” ირანთან და ამასთან ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ის ბევრი არ უჯდებათ, რადგან ირანთან ომის საწარმოებლად დახარჯული თანხა ვენესუელის ნავთობიდან იფარება, საიდანაც დახარჯულზე ათჯერ მეტს იღებენ.

,,მე ვესაუბრები მათ. მათ სურთ საუბარი და ის გრძელდება, მაგრამ არ უხდიან თავიანთ სამხედროებს, პოლიციას. დიდ პრობლემებში არიან. ჩვენ გვაქვს დრო. ეს ომია, მაგრამ ეს არ არის ტიპური ომი. უკვე შვიდი თვეა. ჩვენ ძალიან ცოტას ვხარჯავთ, შედარებისთვის. ვიღაც ამბობდა, ფული იხარჯებაო. მინდა, ვთქვა, რომ ნებისმიერი თანხა, რომელსაც ვხარჯავთ, ჩვენ ისეთი ადგილიდან მოვიპოვეთ, რომელსაც ვენესუელა ჰქვია, ათჯერ მეტი. მე ბევრი თანხა დავხარჯე, რომ ბირთვული იარაღი მოგვეშორებინა თავიდან, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ფული, რომელსაც ირანში ვხარჯავთ, კომპენსირდება იმით, რაც ვენესუელაში გავაკეთეთ – ასობით მილიარდი დოლარი, ბევრად მეტი მივიღეთ, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ამიტომ მომწონს პრესკონფერენციები; მე შემიძლია აღვნიშნო, როდესაც სხვებს ავიწყდებათ”, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...