5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 11:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათზე განახლდება. პროცესი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენაც.

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კი ნიკა გვარამიას მოუსმინეს. მისი განცხადება მოგვიანებით არჩილ გორდულაძემ შეაფასა და ტყუილი უწოდა. მისივე თქმით, გვარამიამ ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა.

არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და...