Reuters: მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა – ზარალი 6,3 მილიარდ დოლარს შეადგენს

მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, წინასწარი შეფასებით, კომპანიას 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს კრიპტოვალუტების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ძარცვად მიიჩნევა.

Binance-ის განცხადებით, კომპანიამ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაზარალებული აქტივების გაყინვა შეძლო და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება მოახერხა. დარჩენილი 3,3 მილიარდი დოლარის შესახებ კომპანიას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, Binance-ის თანადამფუძნებელმა, ი ჰემ განაცხადა, რომ კომპანია „ჰაკერული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალს სრულად აანაზღაურებს“.

კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ბოლო პერიოდში ციფრული აქტივების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც მომხმარებელთა სახსრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. მომხდარმა შესაძლოა ინვესტორებს ციფრული აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რისკების ხელახლა შეფასებისკენაც უბიძგოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და...