გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“.

როგორც გამსახურდია წერს, საქართველოს მაშინდელმა გარე ძალების მიერ თავსმოხვეულმა რეჟიმებმა, ქვეყანას შეუზღუდეს სუვერენიტეტი, თავისუფლება და თავის უკანა ეზოდ აქციეს.

დღეს კი მისივე თქმით, საქართველო, რეალურად სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზეა.

„მრავალპარტიული არჩევნების გზით, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რომლებსაც თავის ტელეეთერებში თვალებში შესციცინებდა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს.
მაგ ყველაფრის მერე, მოხდა ის რაც მოხდა, საქართველოს მაშინდელმა გარე ძალების მიერ თავსმოხვეულმა რეჟიმებმა, ქვეყანას შეუზღუდეს სუვერენიტეტი, თავისუფლება და აქციეს თავის უკანა ეზოდ.

დღეს, საქართველო, როდესაც ადგას რეალურად სუვერენიტეტის განმტკიცების გზას, პირველ რიგში ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მათ რიცხვში, ასევე აგენტურას, ანუ თქვენ ნიკა და თქვენ ამფსონებს.

თუ გაემიჯნებით ამ პროცესს და დადგებით ქვეყნის მხარეზე, მაშინ საერთოდ ყველაფერზე საუბარი შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, მეტი არ იყოს ჩემი მტერი, ეგ მოხდეს.“- წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...