დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს

ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მკვლელობიდან წლების შემდეგაც, პოლიტიკური ოპონენტები მომხდარის გამართლებას ცდილობენ.

„ამას წინათ კუნსტკამერის ბოროტმა ჯოკერმა როინ შავაძის მკვლელობა ფაქტიურად აღიარა და დღესაც მოვკლავდიო – ესე გამოუვიდა. ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. 2008 წლის 27 აგვისტოს, დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, მარიამობის წინ საყიდლებზე, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად. გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს.

მას შემდეგ ქრისტინას – მამა აღარ უნახავს. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადაჯდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო. ამ ბოროტების ჩამდენს, კუდ-ის მაღალჩინოსანს რომან შამათავას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად. მედიციანში არის ერთი მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტთან ან სრულ არარსებობასთან – როდესაც სისხლდენის შეჩერება შეუძლებელია. ნაცმოძრაობას ზუსტად ეს პოლიტიკური ჰემოფილია სჭირს.” – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...