„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დღეს გასამართ აქციას, სახელწოდებით – „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს საპროტესტო აქციის ლიდერად ნიკა გვარამიას შერჩევაზე.
ის პირდაპირ უსვამს გვარამიას კითხვას სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ინტერესდება, თუ რატომ არ აღიარებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომ ე.წ. „ლგბტქ“ საზოგადოების წარმომადგენელია და თუკი არ არის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ბუნდოვანებას რატომ არ ფანტავს.
„დაახლოებით ათიოდე დღის წინ, ე.წ. „ოპოზიციურმა ალიანსმა“, რომელიც სინამდვილეში, წარსულში ხელისუფლებაში მყოფი, აგენტებისგან დაკომპლექტებული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფის ოპოზიციურ გაერთიანებად წარმოჩენას ისახავს მიზნად, „მასშტაბური“ საპროტესტო აქცია – „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დააანონსა, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.
შეკრების მასშტაბს რამდენიმე საათში ყველა ერთად ვნახავთ, თუმცა, კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მინდა, ყურადღება გავამახვილო, „დიფ სთეითის“ მხრიდან აღნიშნული საპროტესტო აქციის ლიდერად ნიკა გვარამიას შერჩევას ეხება. ერთი შეხედვით, არჩევანი საკმაოდ დიდი იყო და აღნიშნულ ალიანსში შემავალი ე.წ. პარტიების ხელმძღვანელებისგან გვარამია არაფრით გამოირჩევა ერთი რამის გარდა – ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გვარამია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ინდივიდია, რასაც, მათ შორის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი ყოფილი თანაგუნდელებიც ღიად აძახებენ და რაზეც მას უკმაყოფილება საჯაროდაც გამოუთქვამს.
ამის მიუხედავად, გვარამის აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალურად არასდროს უსაუბრია და, თუკი დღეს დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, „ქამინგ აუთი“ არასდროს გაუკეთებია. სწორედ ამიტომ, მინდა მას პირდაპირ ვკითხო რატომ არ აღიარებს, რომ ე.წ. „ლგბტქ“ საზოგადოების წარმომადგენელია და თუკი არ არის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ბუნდოვანებას რატომ არ ფანტავს? წესით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომლის საზოგადოებისთვის თავზე მოხვევასაც გვარამია და მისი თანაგუნდელები ასე მონდომებით ცდილობენ, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში დამტკიცებული „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების თანახმად, სხვადასხვა, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ადამიანების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა, მათი საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შეზღუდვა, უთანასწორო პირობებში ჩაყენება და ა.შ. მკაცრად ისჯება,“ – წერს ქართველიშვილი.
როგორც ის განმარტავს, „დიფ სთეითისთვის“ სხვადასხვა ქვეყანასა და კონსერვატიულ საზოგადოებებში „ლგბტქ“ საკითხების პროპაგანდირების შესაძლებლობის ქონა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, შესაბამისად, საქართველოშიც, „ლგბტქ“ დღის წესრიგის ნორმალიზებას ირიბად ცდილობს, როდესაც ოპოზიციის ლიდერად ისეთ პერსონას გამოარჩევს, რომლის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზეც მთელი ქვეყანა საუბრობს.
ქართველიშვილის განცხადებით, ლგბტქ ურთიერთობების ნორმალიზებასთან შემგუებელი საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს ყველაზე მეტად ეროვნული, ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლებები უშლიან, რომელსაც, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოქმედი „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
„სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოებისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის გაცემულ გარანტიებს ასი პროცენტით ვემხრობი, თუმცა, ასევე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ე.წ. „ლგბტქ“ საკითხების პროპაგანდირების, გაშუქებისა და საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანებისთვის თავზე მოხვევისა და ნორმალიზების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იზღუდებოდეს. ამ ფონზე „დიფ სთეითისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობის უფლებები იყოს დაცული, არამედ მათ პროპაგანდის, არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენისა და მასობრივი მედიასაშუალებების გამოყენებით, საკუთარი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რისი საუკეთესო მაგალითიც უნგრეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხებისა და ხელისუფლებაში პეტერ მადიარის მოსვლის შემდეგ, მან და მისმა პოლიტიკურმა ძალამ მოსახლეობას თითქმის ყველა ის მნიშვნელოვანი დაპირება შეუსრულა, რომელიც არჩევნებამდე გასცა. თუ არ ჩავთვლით სოციალურ, ეკონომიკურ და კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მადიარის პროგრამაში ღირებულებით, საგარეო და უკრაინაში მიმდინარე ომის თემებზე ორბანის გუნდის მიდგომების იდენტური ხედვები იყო ასახული. კარგად გვახსოვს, რომ ევროკომისია უნგრეთს მილიარდობით ევროზე წვდომას უზღუდავდა და იმისთვის, რომ ქვეყანას აღნიშნული თანხის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდა, მისი ხელისუფლებისგან სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა. ამ დროს მადიარის მთავრობას არც ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების მიღება დაუშვია, დიდად არც ენერგეტიკულ საკითხებთან ან უკრაინის ომთან დაკავშირებული მიდგომა შეუცვლია და ჯერ არც რაიმე მასშტაბური შიდა რეფორმა განუხორციელებია, თუმცა, გააუქმა ორბანის ხელისუფლების პერიოდში მიღებული „ანტი-ლგბტ“ კანონი, რომელიც არასრულწლოვანთათვის გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების შესახებ არსებულ კონტენტზე წვდომას კრძალავდა, საპასუხოდ კი, ევროკომისიამ გადაწყვიტა გაყინულ მილიარდობით ევროზე უნგრეთისთვის შეზღუდვა მოეხსნა.
აღნიშნული შემთხვევა ნათლად გვიდასტურებს, რომ „დიფ სთეითისთვის“ სხვადასხვა ქვეყანასა და კონსერვატიულ საზოგადოებებში „ლგბტქ“ საკითხების პროპაგანდირების შესაძლებლობის ქონა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგანაც გაუკუღმართებული იდეოლოგიის თავზე მოხვევა, მორალური პრინციპების აღრევა და ტრადიციული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა ზედაპირულ სიამოვნებებზე ორიენტირებული, უსიტყვოდ მორჩილი ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბების უმთავრესი ინსტრუმენტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ძალიან მარტივად იხსნება, თუ რატომ შეირჩა გვარამია დღეს დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორად და ბოლო დროს რატომ ვხედავთ მისი ოპოზიციური ერთობის ლიდერად წარმოჩენის მცდელობებს – იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებსა და არასრულწლოვანებს მავნე პროპაგანდისტული თავდასხმებისგან სახელმწიფო უკვე საკანონმდებლო დონეზე იცავს, „დიფ სთეითი“ „ლგბტქ“ დღის წესრიგის ნორმალიზებას ირიბად ცდილობს, როდესაც ოპოზიციის ლიდერად ისეთ პერსონას გამოარჩევს, რომლის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზეც მთელი ქვეყანა საუბრობს.
ისიც ფაქტია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი ღიად „გეი“, ბევრი კი ისეთი ადამიანი დაესწრება, რომელიც ამაზე საჯაროდ არ საუბრობს. მეტიც – ხალხი, რომელიც აღნიშნული ჯგუფს არ წარმოადგენს და გვარამიას ლიდერობით გამართულ აქციაზე მივა, „დიფ სთეითის“ გათვლებით, სწორედ დღის წესრიგის ნორმალიზებისკენ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს. პრინციპი ამ შემთხვევაშიც მარტივია – თუკი დავუშვებთ, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის ე.წ. „ლგბტქ თემის“ წარმომადგენელი პოლიტიკურ ლიდერად შეიძლება ჩამოყალიბდეს, იმავე ადამიანებისთვის „ლგბტქ“ ურთიერთობების ნორმალიზებასთან შეგუება ბევრად უფრო ადვილდება. გრძელვადიან პერიოდში კი, ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს ყველაზე მეტად ეროვნული, ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლებები უშლიან, რომელსაც, ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოქმედი „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. სლოგანი „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ კი, სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ „დიფ სთეითის“, მისი ადგილობრივი აგენტების, გვარამიასა და „ლგბტქ“ დღის წესრიგის მხარდამჭერების საოცნებო საქართველოსკენ მიმავალ გზაზე მთავარი ხელის შემშლელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია,“ – წერს დავით ქართველიშვილი.









