გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და მას ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდისა და მისი პოლიტიკური მემკვიდრეების მფარველობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, გერმანელი დიპლომატის, ჰანს-დიტრიხ გენშერის მსგავსად, დღესაც გერმანელი პოლიტიკოსები „შევარდნაძის შვილობილების“ დაცვას ცდილობენ. გამსახურდია აღნიშნავს, რომ შევარდნაძე-გენშერის შეხვედრებს შევარდნაძის დროინდელი კადრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ვერ გააკეთებენ .

„პუტჩის მერე, ედიკას და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი ეგდო გენშერი. მახსოვს ზვიადის მომხრეების დასარბევად, გერმანული ნაგაზები ჩამოუყვანა ედიკას. ეტყობა ეხლა ეს ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება, ედიკას შვილობილების დაცვაში. იქ, შეხვედრაზე, ბევრი ედიკას დროინდელი ლეშიც ესწრებოდა, რომლების ქვეყნის საქმეს ვერ გააკეთებენ.“- წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...