ხვიჩა კვარაცხელია: ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის

ხვიჩა კვარაცხელია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმაზე წერს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მოედანზე უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს.

„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა. ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. არ გიღალატებთ! პირობას ვდებ, რომ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში...

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით,...

ვფიქრობ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია...

აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას...

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ...

ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...