შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო.

ჩაჩანიძის ინფორმაციით, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ხოლო, ამგვარი სიცრუის გავრცელებით, ოპოზიცია ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე გაუთანაბროს.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს მსგავსი სიცრუის გამავრცელებლებს.

,,როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო. გასაგებია, რომ „ნაცების“ მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე ასეთი ფეიკებით გაუთანაბროს, მაგრამ ამ ცრუ კამპანიის არავის სჯერა, ფაქტები ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს!

ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საზოგადოებამაც კარგად იცის!

იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!” – წერს შაკო ჩაჩანიძე.

https://www.facebook.com/share/p/14wx3FEaUmp/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა...

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,...