პრემიერი: ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არამარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად

ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აქეზებდნენ მოძალადე მომიტინგეებსაც და მათ მშვიდობიან მომიტინგეებად მოიხსენიებდნენ, რაც იყო ჩვეულებრივი ფარსი.

„ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად, რაც არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულები ვართ. ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული. მთავარია, სამართლიანობა, მთავარია ჯანსაღი მიდგომა, სწორი განცხადებების კეთება, რასაც ვერ ვხედავდით ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ, პირველ რიგში, ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს...

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ...

სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე: როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და...

როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან...

მარიამ ქვრივიშვილი: ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების...

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ინსტიტუტი, რომლის შექმნაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ამბიციებისა და განვითარების...