3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში – 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2026 წლის მე-3 კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო მოგზაურებში.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3,061,905 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ +3.6% შეადგინა, რაც +105,891 ვიზიტით მეტია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება მესამე კვარტალშიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,131,908 შეადგინა, ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით +4.7%-ით, +95,177 ვიზიტით მეტია.

9 თვეში რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ. შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს +4.4%-ით (158.3 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება და რეკორდულად მაღალ რაოდენობას აღწევს — 665.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს +150.1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება (+29.1%).

რეკორდულია შემოსავლების კუთხით მესამე კვარტალიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.9%-ით (+198 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ისრაელიდან შემოსავლები +46.7 მილიონი აშშ დოლარით (24.8%-ით) გაიზარდა და 234.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან +12.4 მილიონი აშშ დოლარით (18.6%-ით) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემოსავალი – 310.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც +30.2%-ით, +72 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:

დანია +56.5%

ლიეტუვა +46.8%

კვიპროსი +45.2%

აზერბაიჯანი +36.2%

ბაჰრეინი +31.6%

ჩინეთი +30.2%

სლოვაკეთი +26.3%

ლატვია +25.6%

იაპონია +24.5%

რუმინეთი +23.3%

იტალია +22.7%

ფილიპინები +21.9%

ფინეთი +21.3%

უკრაინა +21.3%

ირლანდია +20.9%

ნიდერლანდები +20.1%

ესტონეთი +19.9%

ისრაელი +19.1%

გაერთიანებული სამეფო +18.2%

საფრანგეთი +18.2%

ბულგარეთი +17.5%

გერმანია +16.8%

შვეიცარია +16.5%

ბელგია +16%

ჩეხეთი +15.6%

პოლონეთი +14%

უნგრეთი +12.5%

შვედეთი +11.1%

აშშ +9.1%

ესპანეთი +7.9%

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“...

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ ბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ...