საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 153.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 61.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.3 პროცენტით გაიზარდა და 3 756.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 566.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 523.2 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 323.1 მლნ. აშშ დოლარით.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 762.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 464.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 239.0 მლნ. აშშ დოლარით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას...

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზებსა და მიზნებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში სახეზეა მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ...