დავით ქართველიშვილი: ევროპულ სახელმწიფოს კანონის დაცვის მოთხოვნის უფლება აქვს, საქართველოს კი, იგივე პრინციპის უზრუნველყოფის მცდელობისთვის უსასრულოდ თავის მართლება უწევს

ევროპის ქალაქებში მასობრივ გამოსვლებსა და არეულობებს ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ის ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ევროპის დედაქალაქებში, სადაც არეულობის მომწყობებს კანონის შესრულებისკენ მოუწოდებენ, საქართველოში ანალოგიურად წესრიგის დაცვის მოწოდებას ევრობიუროკრატები დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.

ვრცელ პოსტში, დავით ქართველიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თემასაც ეხმიანება და წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალების აკრძალვის საკითხის სამართლებრივ სივრცეში გადატანა, თანამედროვე საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა.

„მაშ ასე, ევროპა კვლავ შეეჯახა იმას, რის ახსნასაც ბოლო დრომდე მხოლოდ სოციალური მიზეზებითა და პოლიტიკური უკმაყოფილებით ცდილობდა: მასობრივ არეულობას, შენობების გადაწვას, პოლიციაზე თავდასხმებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. როდესაც იწვის ავტომობილები, ნადგურდება მაღაზიები, თავს ესხმიან სამართალდამცველებს და საფრთხე ექმნება სახელმწიფო დაწესებულებებს, ევროპული მთავრობები კანონს, სახელმწიფო ძალაუფლების სიმტკიცესა და სასჯელის გარდაუვალობას იხსენებენ. მაგრამ რატომ იწვევს იგივე მიდგომა ამდენ გაღიზიანებას, როდესაც საქმე საქართველოს ეხება?

2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ბრბო პრეზიდენტის სასახლეს დაესხა თავს. მანამდე ადგილი ჰქონდა ქვეყნის პარლამენტში ძალადობრივ შეღწევას. ეს არ ყოფილა მოქალაქეთა უკმაყოფილების აბსტრაქტული გამოხატულება – ეს იყო პირდაპირი დაპირისპირება სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ამას მოჰყვა რადიკალური პოლიტიკური დესტრუქციის წლები, არჩევნების შედეგების უარყოფა და კანონიერად ჩამოყალიბებული ხელისუფლების არალეგიტიმურად წარმოჩენის მცდელობები. ამიტომ, დღეს კითხვა სრულიად მარტივი და კონკრეტულია: რატომ მოითხოვენ ევროპული დედაქალაქები საკუთარი მოქალაქეებისგან სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას, საქართველოს ხელისუფლებას კი სთავაზობენ, უსასრულოდ ითმინოს ისინი, ვინც ამ ინსტიტუტების შერყევას ცდილობს?

დღეს საქართველოს მის უახლოეს ისტორიაში მორიგი ისტორიული კვირა გაუთენდა: 21–23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო – ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ფედერალისტებისა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. სარჩელის საფუძველია გასული წლის საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მასალები და დასკვნები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების საქმიანობას შეისწავლიდა. ქვეყნის წინაშე დგას საკითხი, რომელიც დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი პარტიული ბრძოლის ფარგლებს: შეიძლება თუ არა პოლიტიკური ორგანიზაცია თავს კონსტიტუციური სისტემის ნაწილად მიიჩნევდეს, თუ ის უარყოფს არჩევნების შედეგებს, არ ცნობს ჩამოყალიბებული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და მმართველობის ალტერნატიული ცენტრების შექმნას ცდილობს – პარალელური პრეზიდენტების, პარლამენტებისა და „ტექნიკური მთავრობების“ სახით? ასეთი ქცევა მხოლოდ მთავრობისადმი უთანხმოებას არ ნიშნავს. ეს არის იმ წესების თანმიმდევრული უარყოფა, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო ფუნქციონირებს. და თუ კომისიის მასალები ამ თანმიმდევრულობას დოკუმენტურად ადასტურებს, პარტიების კონსტიტუციურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა სახელმწიფო გამოძიების კანონზომიერი გაგრძელებაა.

ამ ფონზე ევროპული დარიგებები განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერს. საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, იტალია და სხვა ევროპული სახელმწიფოები არ აპირებენ, დამანგრეველი არეულობის მონაწილეებს პოლიტიკური ხელშეუხებლობა მიანიჭონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს სოციალური პროტესტით, ანტისამთავრობო ლოზუნგებით ან რაღაც ისტორიული სამართლიანობისთვის ბრძოლით ამართლებენ. ევროპულ დედაქალაქებში სახელმწიფო ხელისუფლება ბუნებრივად მიიჩნევს შენობების, ქუჩების, პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. საქართველოში კი ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო გამოძიების საგნად ქცეული პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ არის მიმართული, საერთაშორისო ბრალდებების კამპანიად იქცევა. გამოდის, რომ მოქმედებს მოხერხებული სქემა: ევროპულ სახელმწიფოს კანონის დაცვის მოთხოვნის უფლება აქვს, საქართველოს კი იგივე პრინციპის უზრუნველყოფის მცდელობისთვის უსასრულოდ თავის მართლება უწევს. მაგრამ სუვერენიტეტი მხოლოდ დიდი სახელმწიფოების პრივილეგია არ არის და კონსტიტუციური წყობის დაცვის უფლებას ბრიუსელი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ გასცემს. ახლა მთავარი: საქართველოს არ სჭირდება გარე ნებართვა იმისათვის, რომ განიხილოს იმ პარტიების საკითხი, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდნენ, მაგრამ მათთვის არასასურველი შედეგის მიღების შემდეგ თავად პოლიტიკური სისტემის წესებს უარყოფდნენ. საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მასალები წარმოდგენილია, შესაბამისი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა და ახლა სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაწყებული პროცესი სამართლებრივ გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანონ. ევროპული სტრუქტურებისთვის ესეც თანმიმდევრულობის გამოცდაა: ან ისინი აღიარებენ სახელმწიფოს უფლებას, დაიცვას საკუთარი ინსტიტუტ

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაზა შათირიშვილი: თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს,...

კიდევ ერთხელ განვმეორდები - „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა“,ამის შემდეგ ოლიგარქიული...