საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა.

„სასწაულია, რომ დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი უფრო დიდი არ არის“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამასთან, რამდენიმე ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მერი, სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრას ითხოვენ.

„ზარალის მასშტაბისა და შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ვითხოვთ, მომავალი კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მწვავე შეტაკებები პარიზში – საპოლიციო ძალებმა ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და...

შაბათს, სკოლებში არსებული სირთულეებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის მასშტაბით ძალადობა განახლდა. ქვეყნის მთავრობაში მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდეს. სხვადასხვა ქალაქის...