საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთოს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...

ირაკლი კობახიძე: COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი, განვიხილეთ საქართველოსა...

COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

გიორგი სოსიაშვილი ასაკრძალ პარტიებზე: ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი...

ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი რადიკალ-ექსტრემისტები არიან, რომლებიც საქართველოს უბედურებას ატეხდნენ თავს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი...

თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის...

ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ...