საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბიომრავალფეროვნებასა და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა, მთავრობის მეთაური ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ ისაუბრებს.

გუშინ, 15 ოქტომბერს პრემიერი კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს.

„პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, სიტყვით მიმართოს პლენარულ სესიას, სადაც ისაუბრებს ბიომრავალფეროვნებაზე, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე. ბიომრავალფეროვნება საქართველოს ისტორიაში, მის სოფლის მეურნეობის ტრადიციებში, ეს იქნება ხორბალი, ღვინო თუ ა.შ, ძალიან დიდ როლს თამაშობდა საუკუნეების განმავლობაში. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია, ასევე, ვისაუბრებთ ეკონომიკურ ზრდაზე”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე: “დროა, საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები!”- გახსოვთ,...

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც მან "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის "წინა პლანზე" წამოწევა შეაფასა როგორც...