ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია აქვეყნებს სქემას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინით ამარაგებენ

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს სქემას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს შენიღბულად აწვდიან.

ინფორმაციის თანახმად, რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებლები არიან იტალია, საქართველო, ლატვია და პოლონეთი. აღსანიშნავია ის, რომ იტალია და საქართველო, რომლებიც ცნობილი არიან განვითარებული მეღვინეობით, რუსეთს ღვინოს პირდაპირ აწვდიან.

სქემაში საინტერესოა ლატვიისა და პოლონეთის ფაქტორი. აღნიშნულ ქვეყნებში მეღვინეობა ისტორიულად განვითარებული არ არის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდნენ ლატვია და პოლონეთი რუსეთში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში.

საქმე ისაა, რომ ლატვია ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთისგან, ხოლო ამის შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას აწვდის რუსეთს.

პოლონეთიც ანალოგიური სქემით მუშაობს. აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ესპანეთისა და პორტუგალიისგან, ხოლო შემდეგ რუსეთზე ჰყიდის.

აღსანიშნავია, რომ იტალია, გარდა პირდაპირი მიყიდვისა, ღვინოს აწვდის როგორც ლატვიას, ისე პოლონეთს.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ რუსეთს 171 მილიონი დოლარის ღვინო მიჰყიდა, იტალიამ – 234 მილიონი დოლარის, ლატვიამ – 129 მილიონი დოლარის, ხოლო პოლონეთმა – 81 მილიონი დოლარის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა...

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა...