მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვის შურს

მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიშინიოვის შურს და ამიტომ „ქართული ოცნების“ ლიდერები მის ქვეყანას აკრიტიკებენ.

„[საქართველოს] პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას გაგვაკრიტიკოს. ეს უმეტესწილად გამოწვეულია შურით, რადგან მოლდოვა ევროინტეგრაციის მიმართულებით უფრო სწრაფად მოძრაობს“, – განაცხადა გროსუმ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 7,2%-ით გაიზრდება, ხოლო მოლდოვის – 1,5%-ით. საქართველოში მშპ-ის დეფიციტი 3,5% იქნება, ხოლო მოლდოვაში – 22%. საქართველოში ინფლაცია 5,4% იქნება და მომავალში 3%-მდე შემცირდება, ხოლო მოლდოვაში – 8,6%.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა...

„უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ფარგლებში დესტრუქციული პოლიტიკური ძალების შესახებ სარჩელის განხილვა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩის რადიკალური აქტებიდან მკაცრად ინსტიტუციურ ველში გადაყვანის მისწრაფებას ადასტურებს,“...