სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებ, – „იმედინიუსმა“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გადაამოწმა მსჯავრდებულ კიკნაძის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას პენიტენციურმა დაწესებულებამ დედასთან და კიდევ ორ ახლობელთან სატელეფონო კავშირი დაუბლოკა.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლო სატელეფონო ზარი განხორციელებული.
მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს.“ ის წერს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი მსჯავრდებულ დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილი მისი „ვოისი“ გახდა.









