ბატონო ელჩო, იქნებ ჯერ საკუთარ ევროპულ სახლში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდეთ?!- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, რითაც ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, როდის განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს იმავე სიმკაცრით, როგორითაც საქართველოს საკითხს განიხილავენ?
“საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საპროტესტო გამოსვლებში უკვე მეხანძრეებიც კი ჩაერთნენ. დღეს დილიდან ათასობით მეხანძრეა გამოსული პარიზის ქუჩებში. ახალგაზრდების მასშტაბური დემონსტრაციების დროს პოლიციასთან უმძიმესი ძალადობრივი შეტაკებები კვლავ გრძელდება.
ბელგიაში საპროტესტო აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა.
ამ ფონზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს.
ბატონო ელჩო, იქნებ ჯერ საკუთარ ევროპულ სახლში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდეთ?!
საქართველოს მოქალაქეებს გვაინტერესებს, როდის განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს იმავე სიმკაცრით, როგორითაც საქართველოს საკითხს განიხილავენ?
და ბოლოს: ნუ გგონიათ, რომ საქართველოს შეუზღუდავად შეგიძლიათ უკითხოთ მორალი, მუდმივად დაემუქროთ და მის საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობდეთ და ამას საზოგადოების მრისხანე რეაქცია არ მოჰყვება…”,-წერს მეტრეველი.









