9 ოქტომბერი, პარასკევი, 2026
9 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი სახდეპის ანგარიშზე: როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი. ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი და მათ შორის უსწრებს ევროკავშირის წევრებს. ეს ანგარიშიც ამის დასტურია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ასეთი კვლევები ადასტურებს თუ რამდენად დეზინფორმაციულია ის კამპანია, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.

„ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, ქართველი ხალხი წარმოაჩინოს კაციჭამიებად და ქართველი ხალხი წარმოაჩინოს უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს დღეს ბრიუსელი ფულს, ამაში ხარჯავს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება. მაგრამ ყოველ ჯერზე ასეთი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები