გარეწარი სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს — მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
აბაშიძის შეფასებით, ზნედაცემული რადიკალებისა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხრიდან ყალიბდება მითები, თითქოს მამაკაც მსჯავრდებულებსა და ქუჩაში ეჭვმიტანილ პირებს პოლიცია ან ბადრაგი აუპატიურებს, ან მათ მიმართ გაუპატიურების მცდელობას ახორციელებს. მისი თქმით, მსგავს სისტემურ ძალადობაში დამნაშავე სწორედ ის რეჟიმი იყო, რომლის დანაშაულების დავიწყებასაც დღეს ცდილობენ.
„ზნედაცემულ რადიკალებსა და მათ ფეხის ხმას აყოლილ დოქსოპულოებში ფსევდოლიბერალური “#MeToo“-ს მსგავსი კამპანიის ჩანასახია — მითები, თითქოს მამაკაც მსჯავრდებულებსა და ქუჩაში ეჭვმიტანილებს პოლიცია ან ბადრაგი აუპატიურებს ან ამის მცდელობას ახორციელებს. მაშინ, როცა ასეთი სისტემური ძალადობის დამნაშავე სწორედ ის რეჟიმი იყო, რომლის დანაშაულების დავიწყებასაც დღეს ცდილობენ.
გარეწარი სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს — მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება.
თუ ამ ხელოვნურად შექმნილი „წამებულების“ მიზანი ევროპაში ლტოლვილად ჩაბარება, „ნარკოგანეცობის“ გამართლება, სასჯელის შემსუბუქება ან სხვა პირადი სარგებელია, ეს მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს: მორალისგან დაცლილი ადამიანი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი — ეს ფსკერი კი არა, ფსკერს ქვემოთ არსებული უფსკრულია.
(„#MeToo“ კამპანია — 2017 წელს აშშ-ში გავრცელებული კამპანია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მხილების სახელით, რომელიც არაერთ შემთხვევაში საჯარო ბრალდებას ფაქტებისა და მტკიცებულებების დადგენაზე წინ აყენებდა. სწორედ ამიტომ მისი კრიტიკა უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფას, მანიპულაციურ ბრალდებებს და საჯარო განკითხვის იარაღად ქცევის რისკს.)“- წერს გია აბაშიძე.









