„ალდეს“ პარტიისა და ევროპის ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. საუბარია სანქციების დაწესებაზე, მიზეზი კი გერმანული ფონდების დახურვა გახდა.
საქართველოდან ფონდები თავად გავიდნენ, რადგან გრანტების შესახებ კანონის მიხედვით მათ პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.
„ქრონიკამ“ კითხვით მიმართა „ალდეს“, როდესაც კანონმდებლობის აღსრულების საფუძველზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვენ, ხომ არ უგულებელყოფენ საქართველოს არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უცხოურ გრანტებსა და დაფინანსებას არეგულირებს და ამ ნაბიჯით ხომ არ დასტურდება, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფონდებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.









