გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
„მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, – წერს პრემიერ-მინისტრი.









