21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

ნიკა გვარამია: აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნია და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.

“მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია. არ მოვიტყუოთ თავი და ერთმანეთსაც ნუ ვატყუებთ, რომ რაღაცა ძმები და ასე შემდეგ, არ ვფიქრობთ ჩვენ ასე და არც არის ეს ასე. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები. მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არ ხდება, არსად არ მომხდარა. აფხაზები პრაქტიკულად მთელი ერი იბრძოდა ხო, ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთზიზღი და ურთიერთშუღლი ბუნებრივად განპირობებული, აი ამ ყველაფრით განპირობებული. მაგრამ, მე მგონია, რომ ევროკავშირი ძალიან ამბიციურად ჩაერთვება ამაში ყველაფერში და საქართველოს გაწევრებაც გამარტივდება ამ გზით და კონფლიქტის მოგვარებაც გამარტივდება გაწევრებით.”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები