“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, დარინა მიქელაძე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ “ჯუჯებს” უწოდებს.
ის აცხადებს, რომ “ჯუჯების” ოჯახში არსებობა, უმრავლესობას წყევლად მიაჩნია.
“კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად, ჯუჯა ბავშვის ყოლა არაა საშინელება,” – წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში.
ცნობისთვის, დარინა მიქელაძემ მანამდე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ დაწერა: “მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ.”









