15 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
15 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. ცვლილება ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ. საკანონმდებლო პაკეტი დაახლოებით 13 500-ს დამსაქმებელს შეეხება და ჯამში, 43 მილიონი ლარის ამნისტია მოხდება.

კანონპროექტში ასევე არის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც, კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც.

„ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ დასაქმებულმა მიიღოს თავის ანგარიშზე მისი კუთვნილი საპენსიო დანაზოგი და დამსაქმებელმა ის კეთილსინდისიერად გადაიხადოს, თუმცა თუ შეცდომაა დამსაქმებლის მხრიდან, მას მიეცეს გარკვეული მოქნილი პირობები რომ აღნიშნული ვალდებულება შეასრულოს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი...