პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს.
„81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.
საკანონმდებლო ცვლილება 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება“, – წერს პაპუაშვილი.









