რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს.
„ზოგადად, რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ. ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი. ზოგადად, რა შედეგებიც გვაქვს, მათ შორის, შემოსავლების მობილიზების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი არის გუნდის მუშაობის შედეგი. ეს არის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს ამ ორ თანამდებობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავითვალისწინეთ მისი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.









