14 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
14 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს შსს-ს გუნდს, გეკა გელაძეს მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ

გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს...