9 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026
9 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომლის საქართველოსთან მიმართებით დამკვიდრებას ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია

თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა წარმოაჩინოთ, თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე. თქვენი აზრით, არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, – ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მედიის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილს ლუქსემბურგში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, აპირებს თუ არა ის იმ კრიტიკული განცხადებების გაჟღერებას, რომელსაც ევროკავშირის მიმართ აკეთებს ხოლმე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველასთვის ცნობილია ის, რომ ევროკავშირის ფინანსები ძალადობრივი აქციების დასაფინანსებლად იხარჯებოდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ დაგეგმილი ვიზიტები და ამ შეხვედრებზე გავლენას ვერ მოახდენს ევრობიუროკრატების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.

„ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. საკუთარი ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა. ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. ამიტომ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. ამ ჩიხში ყოფნით ბრიუსელი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, ვინაიდან კანდიდატ ქვეყანასთან კონფრონტაციის პოლიტიკა აქვს არჩეული. იმ კანდიდატ ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომ ჰყავდეს წევრად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სატრანსპორტო გზებზე და ა.შ. და მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიულ ამოცანებზე. ანუ ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროკავშირს აზიანებს თავისი პოლიტიკით საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ შეცვალოს ეს პოლიტიკა და ვინაიდან ისინი აირან ტყვე საკუთარი ილუზიების და აგრესიულ რიტორიკას აგრესიული რიტორიკით აგრძელებენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი და საუბარი ამაზე, რომ ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელი, რომელიც მათ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით საბოლოო ჯამში აზიანებს კონკრეტული წევრი ქვეყნის და ზოგადად ევროკავშირის ინტერესებს. ამიტომ მიზანი ამგვარი ვიზიტების ეს არის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ საქართველოსთან მიმართებით დაამკვიდროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები