„ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ძალადობენ ახლა, როდესაც ოპოზიციაში არიან და საზოგადოებას ძალადობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ ხელისუფლებაში მოვლენ“, – ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მიმართ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებას.
ფაღავას თქმით, დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამია ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება და გენერალური პროკურორი ვერ გახდება.
„ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში. ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებასა და ძალაუფლებას ხელში, რამდენადაც დადასტურებული მოძალადეები არიან როგორც ქართველი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.









