3 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026
3 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026

შპს ბლექ სი პეტროლიუმი: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება

23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, – ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.

მათივე თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი 3 კვირა, როდესაც საწარმო რუსულთან ერთად ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.

„30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა – 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.

ამრიგად, ბლექსი პეტროლიუმის მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები