17 აგვისტო, ორშაბათი, 2026
17 აგვისტო, ორშაბათი, 2026

ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა – ოდნავადაც არ გრცხვენიათ? იმასაც შეგახსენებთ, რომ დამწუხრებული საუბრობდა, განადგურებულ უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრისას, აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მის მიერ “ისტორიული ტრავმების” დამარცხების და ყარაბაღის დათმობის გამო.

მაჭავარიანი იმ ამომრჩევლებს უსვამს კითხვას, რომლებმაც გვარამიას 2024 წელს ხმა მისცეს, ამ განცხადების შემდეგ, რცხვენიათ თუ არა საკუთარი არჩევანის.

“შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230.000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს უსამშობლო აგენტი 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო,” – წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/reel/1633377261780335

ავტორი:

ბოლო სიახლეები