კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს – ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს.

მისთვის თბილისი მუდმივი თავგადასავალი იყო, რომლის ქუჩებშიც დაუღალავად მოგზაურობდა და ფოტო კადრებში აღბეჭდავდა თბილისის მაჯისცემას.

ვიზიარებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და...