13 აგვისტო, ხუთშაბათი, 2026
13 აგვისტო, ხუთშაბათი, 2026

პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს: ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს

ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს, – ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს აცხადებდა.

ზაქარეიშვილმა ამავე ინტერვიუში გაიხსენა, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ, გამოძიების გარეშე განაცხადა, რომ თავდასხმა ოსი სეპარატისტების განხორციელებული იყო და დაარღვიეს ჟვანიასა და კოკოითის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება.

„საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, რომ არც გამოიძია, განაცხადა, ეს თავდასხმა განახორციელეს ოსმა სეპარატისტებმაო და დაიკავა სარაბუკის მთა, რომლის დაკავებაც იყო ჟვანიასა და კოკოითის მიერ 2004 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. ამის შემდეგ დაიწყეს ოსებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა”.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ეუთოს დამკვირვებელთა მონაცემების მიხედვით 7 აგვისტოს დღის 3 საათზე ეუთოს პატრულმა გორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალი ქართული არტილერიის და სარაკეტო დანადგარების დიდი რაოდენობა შენიშნა.

“…ქალაქის დაბობმვის კომენტირებისას ქართველებმა დასავლელ დიპლომატებს განუცხადეს, რომ ოსები მშვიდობიანი მაცხოვრებელების სახლებში იარაღს მალავდნენ, რამაც ისინი ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცია.
მოვლენათა ქართული ვერსია ომის დაწყების მომენტშივე საკამათო გახადა რაიან გრისტმა, ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა და ეუთოს მთავარმა წარმომადგენელმა საქართველოში. გრისტმა განაცხადა, რომ იმ ღამეს ის ყველა მხარესთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა. ”ჩემთვის ცხადი გახდა, რომ დარტყმები განურჩევლად ხორციელდებოდა და არ იყო პროვოკაციის პროპორციული, თუ ამ პროვოკაციას საერთოდ ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით, ამ შეტევის მიზანი ქალაქის აღება იყო.” – ვკითხულობთ 2012 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებულ სტატიაში.

2026 წელს კი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მთელი კონცეფცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემისკენ არის მიმართული. ის აკრიტიკებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აპირებს, ყველაფერში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულოს, რუსეთს კი ორივე ოკუპირებული რეგიონი გადასცეს.

“ისინი [საქართველოს ხელისუფლება] თმობენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს – ანუ, ხელები დაგვიბანია, ყველაფერში დამნაშავეა “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ ვერაფერს ვშვებით, რუსეთი ბრუტალური ძალაა და ა.შ. ამიტომ, რაც მოხდება – მოხდება. პრაქტიკულად, ისინი ამზადებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომ ჩააბარონ რუსეთს, ოღონდ, კი არ აღიარებენ და ხელს კი არ მოუწერენ, არამედ [იტყვიან] რუსეთმა წაგვართვა, “ნაციონალური მოძრაობის” ბრალია ყველაფერი, რომ არა “ნაციონალური მოძრაობა” ეს არ მოხდებოდა, მაგრამ, თვითონ არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები