სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა,- ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ნინო სუხიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის “სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს არ წავა რუსეთში” და ავრცელებს 2013 წლის ვიდეო არქივს, სადაც ნინო და ილიკო სუხიშვილები რუსეთში ერთ-ერთ გადაცემაში არიან მიწვეულები.
მაჭავარიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც მხოლოდ უკრაინაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ ხდება რუსეთში ჩასვლა პრობლემა და არა მანამდე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ისმის კითხვა – “ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!”
“სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა. აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა, თუმცა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის ჯანსაღი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავიანთი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე ეს ანსამბლი თავისი შემოქმედებით ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!”- წერს ლევან მაჭავარიანი.
https://www.facebook.com/share/v/1E9PAfTxWi/?mibextid=wwXIfr









