„მეომარ“ ბარამიძეს არცერთი ღამე არ აქვს გატარებული სანგარში, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა, – განუცხადა „ქრონიკას“ ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ.
თოფურიას თქმით, ბარამიძეს მიზანი აქვთ ერთი, გაბედნიერდა სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული.
„მე ის ადამიანი ვარ, ვისაც უშუალო შეხება მქონდა თუნდაც ტყვეების გაცვლასთან და თუნდაც ბარამიძის ამ თემასთან დამოკიდებულებაზე. ეს არის მარტის შემოტევები, როდესაც 2 კვირა გუდაუთაში მოგვიწია სამასი ცოცხალზე გაცვლა. როდესაც დასრულდა ეს ჯოჯოხეთი, ომზე უარესი საშინელება, დახვრეტილი ადამიანები იმ მხარეს გუდაუთაში, ეს ყველაფერი რომ დასრულდა ბარამიძე ჩამობრძანდა თბილისიდან და ინტერვიუ მისცა რა სირთულეები გადახდა, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ინტერვიუს შემდგომ რომ მოვთხოვეთ პასუხი, ნამუსი საერთოდ არ გაქვსო, მე კარიერისთვის მჭირდება და თქვენ უბრალო ხალხი ხართ და თუ შეიძლება დავიბრალებო, დაიბრალა და მას შემდეგ დადიოდა და ამბობდა, რომ ვცვლიდი ტყვეებსო. როგორც ეგ ომობდა, ისე ცვლიდა, ორივე შემთხვევაში ეგ იყო ბუტაფორია. ცხოვრებით ბუტაფორიაა ეგ და აფხაზეთშიც ბუტაფორია იყო“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ბარამიძის აღნიშნული განცხადება, მალხაზ თოფურიას თქმით, ემსახურებოდა ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას.
„არანაირი სინანული არ აქვს, არის როცა ადამიანს სისულელე წამოგცდეს, ჯერ რა იცის მაგან წინახაზზე არ ყოფილა და ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული. „მეომარ“ ბარამიძეს არცერთი ღამე არ აქვს გატარებული სანგარში, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა. მიზანი აქვთ ერთი, გაბედნიერდა სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული, რადგან თურმე ქართველები ჩავდიოდით და ვხვრეტდით აფხაზებს, ხოლო აფხაზები რუსული დისციპლინით გამოირჩეოდნენ, რაც სიკეთეს ნიშნავს, ქართველობა ბოროტებას – ეს არის ბარამიძის აზრი. მეოთხე დღე გავიდა და არ ნანობს. მოლოდინი ის მაქვს, რომ მინიმუმ დასახელდეს ყველაფერი, ის ადამიანები ვინც ხვრეტდნენ, თუ ამას ამბობს თვითმხილველებია თუ ჭორიკანა არის? ეგ ამბავიც უნდა ვიცოდეთ. დაადოს ხელი ვინ ხვრეტდა, მე ვხვრეტდი? ვეკითხები მე ვინმე დამიხვრეტია? ან სხვა მეომრებს? ხან ჯარი არა და ხალხიო, ამით უარესი თქვა, ჯარი არა ხალხი ხვრეტდაო, ანუ ახლა აფხაზეთის მოსახლეობა დააყენა დარტყმის ქვეშ. მრჩეველი არ ჰყავს ვინმე რომ უთხრას გაჩუმდი შე ნაძირალაო. ომი ნანახი აქვს მაგას კინოში, რას იგონებს ეგ? აყვანამდე ხვრეტდნენო, რას იგონებს? ადამიანმა რომელმაც საქართველო ესენგეში შეათრია ბოლო ხმით, შემომიტრიალდება და მე დამიძახებს რუსეთუმეს, არ აქვს მაგას არსად ძარღვი და არ აქვს კაცობის ნატამალი“, – განაცხადა მან.









