3 აგვისტო, ორშაბათი, 2026
3 აგვისტო, ორშაბათი, 2026

გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება- ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს!- წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება.

“მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება, რითაც არ უნდა შეიფუთონ მათი უსამშობლო ქომაგები; ნაცჯალათები, სადაც არ უნდა იმალებოდნენ, მაინც მოხვდებიან ციხეში.

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო; ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლითა და 6 თვით საპატიმრო განესაზღვრა.

​დანაშაულის არსი: 2011 წელს დაკავებული ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებისგან „კუს ტბის“ წილების (დაახლოებით 4 000 000 ლარის ღირებულების) იძულებით დათმობის მიზნით, გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით ხორციელდებოდა სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ციხის თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების ჩართულობით.

2011 წელს, პატიმრობაში წამებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ „კუს ტბის“ წილები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 4 000 000 ლარს შეადგენდა.

და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! და ვერც საქართველოს ააყირავებენ აგენტოკრატიის გაშმაგებული, მაგრამ ფუჭი ძალისხმევით!”- წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები