„ილიას ბოლო სიტყვები „მიდი, გარეკე“ ყოფილა – თავად კი რევოლვერით იცავდა თავს“ – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებებზე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ვერსიას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ილიამ თავდამსხმელებს უთხრა: „ილია ვარ, არ მესროლოთ“.

პატარაიას თქმით, ილია ჭავჭავაძის ბოლო სიტყვები მეეტლისადმი მიმართული – „მიდი, გარეკე“ – ყოფილა. ამ სიტყვებით იგი მეეტლეს ცხენების გაჭენებისა და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდებდა, თავად კი მათგან რევოლვერით იცავდა თავს.

„როცა პირველად გავიგე, რომ ილიას მისი მოკვლის დროს არ უთქვამს: „ილია ვარ, არ მესროლოთ“, პატარა შოკი მქონდა. ილიას ბოლო სიტყვები კი „მიდი, გარეკე“ ყოფილა – მეეტლეს მიმართა, რომ ცხენები თავდამსხმელებისგან შორს გაეჭენებინა, თავად კი რევოლვერით იცავდა თავს. მეეტლე მკვლელებთან შეკრული მოღალატე აღმოჩნდა.

საბჭოთა იაფფასიანი რომანტიზმი უნდა ჩამოვირეცხოთ და უნდა ვიცოდეთ სიმართლე!“ – წერს ბაია პატარაია.

იგი მადლობას უხდის მათ, ვინც ისტორიულ წყაროებს იკვლევს და საზოგადოებას წარსულის ნაკლებად ცნობილ დეტალებს აცნობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...