ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები – რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ჟორჟოლიანმა ხელი დააფარა ქალზე მოძალადეს, დღეს კი ქალების შეხვედრა მოაწყო და პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებში მათ როლზე ისაუბრა.

“ნანუკა ჟორჟოლიანი გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს, დღეს ქალების შეხვედრას აწყობს და ამახვილებს ყურადღებას ქალების როლზე პოლიტიკაში და სოციალურ საკითხებში.
ქალი საუბრობს ქალების ძალაზე და გაერთიანებაზე, ქალი რომელიც გვერდით არ დაუდგა ქალს.
აი სად ვცხოვრობთ ჩვენ,” – წერს კორძაია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...