გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სოფლებიდან დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსი ჟორჟოლიანს მოუწოდებს, რომ ჩავიდეს იმ სოფლებში, რომლებიც მიხეილს სააკაშვილის ავანტურის შემდეგ 2008 წელს დაკარგა საქართველომ და 200 000 ადამიანი დევნილად იქცა.

“სააკაშვილის ავატარს, ნანულას უთქვამს, სოფლებში ვაპირებ ჩასვლას და კამპანიის წარმოებასო. ჰოდა ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა!!!” – წერს აბაშიძე.

https://www.facebook.com/share/v/1XjU6Q1MZ8/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...