გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.

მისი განცხადებით, „ხალხის ძალა“ ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობდა. მაჭარაშვილის თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში შევა, პოლიტიკურ ჯგუფში მასზე იმსჯელებენ.

„ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ამ საკითხზე საუბარი, ზოგადად, ჯერ კიდევ 2022 წლიდან დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც გლობალური ომის პარტიამ ზეწოლა გააძლიერა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და პირდაპირი დარტყმები დაიწყო რწმენაზე, პატრიარქზე, სიწმინდეებზე, ტრადიციებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობისა და აღსრულების დონეზე.

ინიციატივა ძალიან კარგია და თუ შემოვა პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალაში“ გვექნება მსჯელობა. თუმცა, მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტად დარეგულირდება კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან და ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...