გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი დილემა პოლიტსაბჭოსთვის სააკაშვილის „სული“ და მისი სურვილები იქნება:

„დარწმუნებული ვარ, ბევრსაც არ ექნება სურვილი, იყოს ისეთი პოლიტსაბჭოს წევრი, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგეცხადოს სააკაშვილი და გიკარნახოს გადაწყვეტილებები“ – თქვა დეპუტატმა.

მაჭარაშვილის აზრით, ბევრს არც ექნება სურვილი, იყოს ამგვარი პოლიტსაბჭოს წევრი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება- ეს დილემა აქვს ახლა პოლიტსაბჭოს. დარწმუნებული ვარ, ბევრსაც არ ექნება სურვილი, იყოს ისეთი პოლიტსაბჭოს წევრი, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგეცხადოს სააკაშვილი და გიკარნახოს გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...